კაიზენ ინსტიტუტი - წარმატების ისტორია

ნავთობი & გაზი

დღიური KAIZEN™

კლიენტის პროფილი

დასავლეთ კანადური მძიმე ნავთობპროდუქტების ძირითადი მწარმოებელი

გაუმჯობესების პოტენციალი

ჩვენი კლიენტი, დასავლეთ კანადის მსხვილი მძიმე ნავთობის მწარმოებელი, ებრძოდა SAGD ჭაბურღილებთან დაკავშირებული პროექტების ხარჯების ზრდას. ნავთობის ფასის 50% -ით შემცირებისას, ბაზარზე კონკურენტუნარიანად დარჩენის მიზნით, იგი დაინტერესდა ხარჯების შემცირების მეთოდებით. ჭაბურღილებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებისას კაიზენ ინსტიტუტი ჩართული იყო დანაკარგების იდენტიფიცირებასა და არასაჭირო ფუნქციური სამუშაოების აღმოფხვრაში.

KAIZEN™ success story mining
kaizen-approach-success

ძირითადი მიზეზები

მძიმე ნავთობის მოპოვება ხდება ზედაპირული ობიექტების საშუალებებით, რომლებსაც „ხუნდური ჭები“ ეწოდებათ. როგორც წესი, ისინი შედგება ორთქლისა და მძიმე ნავთობის მოსაპოვებელი რამდენიმე ჭაბურღილისგან. SAGD-ის ჭების წარმადობა, დროთა განმავლობაში, მცირდება, რაც ქმნის ახალი ჭების დაპროექტებისა და მშენებლობის საჭიროებას წარმოების დონის მუდმივი შენარჩუნების მიზნით.

ჩვენი მიდგომა

  • მთავარი მიზანი იყო დანაკარგების იდენტიფიცირებითა და არასაჭირო დამატებითი სამუშაოების აღმოფხვრით ჭაბურღილებთან დაკავშირებული პროექტების შესრულების დროის შემცირება
  • კაიზენ ინსტიტუტმა ინიცირება გაუკეთა KAIZEN™ ღონისძიებებს, ფუნქციონალური პროექტების ცალკეულ გუნდებში უნაყოფო ქმედებების გამოსავლენად და ამ ქმედებების მინიმიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით
  • შემდეგ წინადადებები გაუმჯობესებაზე შეფასდა მათი ზემოქმედების ხარისხით, შესრულების დროის შემცირებასა და მარტივად განხორციელებაზე
  • გაუმჯობესებები განხორციელდა ჩვენი კლიენტის მიერ, კაიზენ ინსტიტუტის დახმარებითა და ხელმძღვანელობით
kaizen-approach-success

ძირითადი შედეგები

  • ფუნქციონალური პროექტის გუნდები გრძნობდნენ დაფასებასა და ახდენდნენ მაღალი სულისკვეთების დემონსტრირებას, ხედავნდენ რა, თუ როგორ ხორციელდებოდა მათი წინადადებები; ისინი ხომ ბიზნესის გაუმჯობესების გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ
  • ფუნქციონალური პროექტის გუნდებმა წარმოადგინეს 200-ზე მეტი იდეა; ამან გამოიწვია შესრულების დროის შემცირება 25% -ით, და ჭაბურღილზე განრიგის 4 კვირის მთლიანი შეკვეცა
  • პროექტის მიმდინარეობისას, ერთი დაზოგილი დღე გათვლილი იყო დაახლოებით 50 ათას აშშ დოლარზე; ამ პროექტმა ერთ ჭაზე დაზოგა 3 მილიონი აშშ დოლარი
  • გუნდმა პროექტების შესრულების ახალი ხედვა შეიმუშავა. შაბლონური ჭების დიზაინის შექმნა, "ომის ოთახის" პროექტის გამოყენება და პროექტის მართვის უფრო მტკიცე უნარ-ჩვევების განვითარება - ყოველივე ეს მთლიანი პროექტის სრულყოფისკენ იყო მიმართუ
arrow up
?>