კაიზენ ინსტიტუტი - წარმატების ისტორია

წიაღისეულის მოპოვება - პოტაში

ნაკადების (პროცესების) მართვა, დღიური KAIZEN™

კლიენტის პროფილი

კანადური კალქვის მსხვილი მომპოვებელი

გაუმჯობესების პოტენციალი

ჩვენს კლიენტს, ფოტაშ მაღაროს მფლობელს, ჰქონდა გადაუჭრელი პრობლემა მიწისქვეშა საწყობში ინვენტარის მართვასთან დაკავშირებით. ნაწილების დაკარგვა, მათ განთავსებასთან დაკავშირებული სირთულეები, გაორებული შეკვეთები და განსხვავებები ნაწილების ფაქტობრივ ნაშთთან და სისტემაში ასახულ მონაცემებთან - აი, ასეთი იყო რეალობა. შედეგად კი, სამუშაო ადგილის არაეფექტურობა პირდაპირ გავლენას ახდენდა ტექნიკის ხშირ უქმად დგომაზე.

KAIZEN™ success story mining
kaizen-project-success

ძირითადი მიზეზები

  • სათადარიგო ნაწილები ინახებოდა სამუშაო ადგილის ყოველგვარი მოწყობის, ინვენტარის მართვისა ან სასაწყობო მასალების ნაკადის სისტემური მიდგომის გარეშე
  • სხვა სარემონტო სამუშაოები უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე სათადარიგო ნაწილების საწყობის აღრიცხვის გაუმჯობესება
  • საჭირო იყო თანამშრომელთა ტრენინგი KAIZEN™ მეთოდების გამოყენების უპირატესობების შესახებ

ჩვენი მიდგომა

  • მთელი საწყობის მასშტაბით განხორციელდა თანამშრომელთა ტრეინინგი სამუშაო ადგილის მოწყობაში 5S პრინციპების გამოყენებით
  • ახალ საწყობში დამონტაჟდა თაროების სისტემა და პოზიციონირება დაიგეგმა ნაკადების მართვის გამოყენებით
  • განხორციელდა KANBAN ინვენტარის მართვის სისტემა
  • საწყობში განხორციელდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები
kaizen-approach-success

ძირითადი შედეგები

  • უსაფრთხო სამუშაო პირობები და თანამშრომელთა გაუმჯობესებული მორალი
  • 40%-ით გაზრდილი საწყობის ყოველდღიური პროდუქტიულობა
  • საწყობის გამოყენებადი იატაკის ფართი შემცირდა 65%-ით
  • 1.35 მილიონი აშშ დოლარის ეკონომია პირდაპირ გამოწვეული გაზრდილი ეფექტურობითა და გაორებული შეკვეთების აღმოფხვრით
  • პროექტის წარმატებამ გამოიწვია მისი გადმოღება ორგანიზაციის სხვა სამუშაო ადგილებში
arrow up
?>