KAIZEN™-ის სერტიფიცირება

კაიზენ ინსტიტუტი გთავაზობთ გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამასთანავე სტიმულის მომცემ სასერტიფიკატო პროგრამებს უწყვეტი გაუმჯობესების სხვადასხვა სფეროში. ძირითადი სასერტიფიკატო პროგრამა კლასიფიცირებულია კომპეტენციის 3 დონისთვის.

დონე 1

პირველი დონე აცნობს მონაწილეებს KAIZEN™- ის ფუნქციონირების ფილოსოფიას და უზრუნველყოფს მათ ძირითადი თეორიის, ინსტრუმენტებისა და ტერმინოლოგიის ცოდნით, რაც მათ მისცემს საშუალებას, მხარი დაუჭირონ KAIZEN™- ის ყოველდღიურ ინიციატივებს მათ ორგანიზაციაში.

დონე 2

ეს პროგრამა კიდევ უფრო ღრმად განმარტავს KAIZEN™ მეთოდოლოგიის ფუნდამენტურ თეორიებს და ასწავლის KAIZEN™ ოპერაციული სისტემის ახალ კონცეფციებს, ტექნიკასა და მოწინავე ინსტრუმენტებს, ხელს უწყობს უდანაკარგო და მომხმარებელზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას.

დონე 3

ეს პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეებს გახდნენ KAIZEN™ ლიდერები. ამ დონის დასრულებით, მონაწილეებს შეეძლებათ, მოტივაცია შეუქმნან და დახმარება გაუწიონ დასაქმებულებს KAIZEN™-ის სამყაროში მოგზაურობისას და ხელი შეუწყონ უწყვეტი გაუმჯობესების კულტურას.

როგორ უნდა გავხდეთ კაიზენერი

თქვენ იძენთ:

  • სწავლებისა და ხელშეწყობის უნარებს
  • ეფექტურ გამოცდილებას გაუმჯობესების პროექტებზე
  • გამოცდილებას პრაქტიკული სწავლების პროექტების მეშვეობით
  • Gemba სავარჯიშოებს
  • გუნდური სულის გაუმჯობესების უნარს

უწყვეტი გაუმჯობესების წარმატებული ლიდერი არა მხოლოდ დემონსტრირებას ახდენს, რომ შეუძლია პროექტს გაუძღვეს და უზრუნველყოს ბიზნეს შედეგები უსაფრთხოების, ხარისხის, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და თანამშრომელთა ჩართულობის სფეროში, არამედ ხდება "ვირუსული აგენტი" ორგანიზაციაში, რათა განავრცოს უწყვეტი გაუმჯობესება როგორც ტრენერმა, ქოუჩმა და KAIZEN™ კროს-ფუნქციური ღონისძიებების ლიდერმა. KAIZEN™- ის შესაძლებლობების შესწავლა არასოდეს სრულდება და კაიზენ ინსტიტუტი მხარს უჭერს ყველა კაიზენერს KAIZEN™-ის შესწავლისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე. KAIZEN™, როგორც მუდმივი გაუმჯობესების მეთოდოლოგია, ყოველთვის გაუმჯობესდება.

KAIZEN™ owl

"მე რეკომენდაციას ვაძლევ KAIZEN™-ის მენეჯერის სერტიფიცირების მიღებას. ოპერაციული საქმიანობისა და კულტურული ცვლილებების გაუმჯობესება უფრო სწრაფად შეიძლება KAIZEN™-ის სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებით"

D. Allonge – H. & J. Brüggen KG, გერმანია

arrow up
?>